National Geographic-მა სტატია – “თბილისი მსოფლიოში ყველაზე ბოჰემიური ქალაქი“ გამოაქვეყნა

1031

“თბილისი მსოფლიოში ყველაზე ბოჰემიური ქალაქი“- ამ სათაურით გამოცემა National Geographic-მა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

“ღამის კლუბები, კაფე-ბარები, ინოვაციური სივრცეები, ეს ყველაფერი თბილისს უმაგრეს ადგილს ხდის. თბილისი ეკლექტიკური, დინამიური ქალაქია, ძველი თბილისი ხის აივნებით, პატარა სახლებით გამოირჩევა, აქ თითოეულ ეზოში შეიძლება იპოვოთ კაფე ან ბარი. თბილისში შეგიძლიათ მთელი დღე გაატაროთ მუზეუმებში, თეატრებში ან მთელი ღამე – ღამის კლუბებში, სადაც დილამდე იცეკვებთ. ერთი შეხედვით თბილისი პატარა ქალაქია, მაგრამ ამ ქალაქს, რომელიც მდიდარი კულტურით გამოირჩევა, საკმაოდ ბევრი რამ შეუძლია შემოგთავაზოს“, – წერს  National Geographic-ის ჟურნალისტი ტარა იზაბელა ბარტონი.

სტატიის ავტორი თბილისში მდებარე საერთშორისო სასტუმროებს, კლუბებს, კვების ობიექტებს, ღვინის მარნებს და მშრალ ხიდს აღწერს. გარდა ამისა, სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ სამზარეულოსა და კერძებს.

National Geographic-მა სტატია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში გამოაქვეყნა. კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ კიდევ 4 სტატია გამოქვეყნდება.

ცნობისთვის, National Geographic-ს მთელ მსოფლიოში ყოველთვიურად, დაახლოებით, 10 მილიონი მკითხველი ჰყავს.