ნაძალადევის რაიონში, ვარდისუბნის ქუჩა N6-ში, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, სადაც 113 ოჯახი ცხოვრობს სანიაღვრე ქსელი, საყრდენი კედელი, ბორდიური და 2 300 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი , მოეწყო.
“გამგეობის დაკვეთით განხორციელებული სამუშაოებით ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია. რაიონის მასშტაბით, აქტიურად ვაგრძელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ამ კონკრეტული მისამართის მსგავსად, წლის ბოლომდე კაპიტალურად კიდევ ბევრი ეზო და ქუჩა შეკეთდება“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ.
ვარდისუბნის ქუჩა N6-ში გზის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 175 000 ლარი დახარჯა.