ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ბედიის ტაძრის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ოჩამჩირეში მდებარე მეათე საუკუნის ბედიის სამონასტრო კომპლექსის მდგომარეობაზე ვიდეომასალა გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ჩანს ტაძრის დაზიანებული ფრესკები. ასევე, ვიდეოში ისმის, რომ ღვთისმსახურება რუსულ ენაზე ტარდება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რა სამუშაოები მიმდინარეობს ტაძარში ახლა:
“სამწუხაროა ის, რომ კადრებში კარგად ჩანს ტაძრის ტერიტორიაზე, ანუ ინტერიერში, როგორ დგას ისევ ხარაჩოები, დგას დუღაბისთვის მოსაზელი აპარატურა და შესაბამისი მოწყობილობები. თვითონ ძეგლი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ოკუპაციის შედეგად ძეგლი ძალიან მძიმე დგომარეობაშია. ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ საერთაშორსიო თანამეგობრობას, რომ რამენაირად დაიძრას ეს პროცესი, რათა ერთობლივი მონიტორინგი მაინც განხორციელდეს იმ ძეგლებზე, რომელიც ასევე სავალალო მდგომარეობაშია”, – განაცხადა ნიკა ანთიძემ.
ბედიის მონასტერში სარემონტო სამუშაოები 2017 წელს დაიწყო.