“ფორსაჟის“ გადაღებების გამო პანტიანი-მანგლისის გზის მონაკვეთი დროებით ჩაიკეტება

649

Universal Studio-ს მიერ ფილმის „ფორსაჟი“ (Fast & Furious) მე-9 სერიის გადაღების ფარგლებში თბილისი (პანტიანი) – მანგლისის საავტომობილო გზის მონაკვეთი დროებით ჩაიკეტება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ გზის კმ4-კმ7 მონაკვეთზე მოძრაობა 2019 წლის 17 და 18 სექტემბერს, 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება ხოლმე.

ამ რეჟიმით მოძრაობა შსს-ს შესაბამისი რეგიონული ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

“ფორსაჟი 9“-ის გადაღებები ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში მიმდინარეობს. აქ მომუშავე ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება, აქედან 425 ადგილობრივი პერსონალია. ფილმის გადაღებები საქართველოში 20 სექტემბერს დასრულდება.