სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ერთი ბავშვის კვება დღეში – 2,70 ლარი, ხოლო თვეში 105 ლარი უჯდება, – ამის შესახებ გორის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სესიაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა 2019 წლის გაწეული ანგარიში წარადგინა. ლია კოვზიაშვილის თქმით, სააგენტო მზად არის ახალი სასწავლო წლის დასაწყებად.
“ახალი სასწავლო წლის დასაწყებად ყველანაირად მზად ვართ. ყველა კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული, კვების მიწოდებისთვის მზად არიან. ახალი სასწავლო წლიდან მომწოდებლები შეიცვალნენ, ახალი ტენდერები გამოვაცხეთ და იმუშავებენ ისე, როგორც საჭიროა”, – ამბობს ლია კოვზიაშვილი.
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, სააგენტოს ერთი ბავშვის გამოკვება წელიწადში 1 260 ლარი უჯდება.