დიდუბის გამგეობა რაიონში არსებული საბავშვო ბაღების ეზოებში საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს.
გამგეობის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, შვიდი საბავშვო ბაღის ეზოში, დაახლოებით, 6 495 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ბაზალტის ბორდიური და მოწესრიგდება ტროტუარი.
“დიდუბის გამგეობა საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ინფრასტრუქტურა ამ დრომდე მოუწესრიგებელი იყო, მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საჭიროებები გავითვალისწინოთ, რათა აღსაზრდელებმა განათლების მიღება მოწესრიგებულ გარემოში შეძლონ“, – განაცხადა დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა.
საგზაო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები “დრო“ და “ლუკრი“ ასრულებენ. პროექტის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 282 318 ლარი გამოიყო.