სამგორის რაიონში, ვარკეთილში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
კერძოდ, სამუშაოების ფარგლებში, ვარკეთილი 3-ში, მე-4 მიკრორაიონის N413, N414, N416, N420, N424 კორპუსების მიმდინარედ, 12 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება.
გარდა ამისა, გამგეობის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, ასფალტის საფარი შიდა ეზოებსა და მისასვლელ გზებზე დაიგება.
“ამ ეტაპზე, ასფალტის პირველი ფენა უკვე დაიგო. ასევე, ეწყობა ბორდიური და ტროტუარი. სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია “ენდი როუდი“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 600 000 ლარია. სამუშაოები ერთ თვეში დასრულდება”, – განმარტავენ გამგეობაში.