ჩუღურეთის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს.
გამგეობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, თამარ მეფის N5-ში, საცხოვრებელი კორპუსის ორ სადარბაზოში სამგზავრო ლიფტების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მაივე ცნობით, აღნიშნულ პროექტს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 28 000 ლარია.