პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია საყოველთაო-სახალხო განხილვებს იწყებს.
13 – 30 სექტემბრის პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით 11 საჯარო შეხვედრა მოეწყობა. ქუთაისში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა 27 სექტემბერს წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.
ყველა შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გაუძღვება.
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვებში მონაწილეობას საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და ექსპერტები მიიღებენ.
საყოველთაო-სახალხო განხილვებზე თავისუფალი დასწრების საშუალება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება.