კომპანია “სვეტის“ მიერ დაზარალებული 2 500-მდე ოჯახი ბინას მიიღებს

659

წინა სტატია

კომპანია “სვეტის“ მიერ დაზარალებული 2 500-მდე ოჯახი ბინას მიიღებს,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქლაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გარდა ამისა, თბილისში კომპანია “სვეტის“ სამ შეჩერებულ პროექტს, მირცხულავას ქუჩის 9-11-ში, ნუცუბიძის ქუჩის 125 ა-ში და ჭყონდიდელის ქუჩის N22-ში m2 გადაიბარებს. სამივე პროექტი 30 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს. თბილისის მერის თქმით, ამის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია “m2 უძრავი ქონებას“ შორის დღეს გაფორმდა

“წარმატება არ არის საბოლოო, მარცხიც არ არის ტრაგედია, გაგრძელების სურვილია მთავარი! შესაბამისად, ეს წარმატება არ არის საბოლოო და ამ 2 500 ოჯახის გარდა, მსგავსად დაზარალებული უფრო მეტი ოჯახის საკითხების გადაწყვეტის შემდეგ (ცენტრ-პოინტის ამბებს ვგულისხმობ), ვფიქრობ ჩვენ ერთად შეგვეძლება იმის თქმა, რომ ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველა შესაძლებობაში ეძებენ პრობლემას, მაგრამ საბედნიეროდ, ასევე, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველა პრობლემაში ეძებენ შესაძლებლობას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ბრიფინგი

Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on ოთხშაბათი, 11 სექტემბერი, 2019