შუახევის მუნიციპალიტეტში 37 ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა – შუახევის მერია

755

შუახევში ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მიმდინარე წელს დაგეგმილი 75 ინფრასტრუქტურული ღონისძიებიდან 37 დასრულდა, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

დასრულებული პროექტების მონიტორინგი განახორციელა ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღები კომისიის წევრებმა, რომლის ფარგლებშიც დასრულდა:

ბეტონის საფარი დაიგო სოფელ ნენიის ახალშენის უბანში შიდა სასოფლო გზის დაზიანებულ მონაკვეთზე. გზის მოწესრიგებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 784 ლარამდე დაიხარჯა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს. “გორა +“ ასრულებდა.

სოფელ ფურტიოს ცენტრში გარე განათების ქსელი მოეწყო. პროექტის ფარგლებში 20 გარე განათების ბოძი და ენერგოეფექტური სანათები დაამონტაჟა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 14 091 ლარამდე დაიხარჯა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ზურა 2012“ აწარმოებდა.