გორის მუნიციპალიტეტის მერიას გამარტივებული შესყიდვის წესით, 9 968 ლარის წყლის მილების შეძენა სურს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის, ნათია მდინარიძის განმარტებით, წყლის მილების შესყიდვა სოფელ წითელწყაროსთვის ხდება.
“საყავრეს ადმინისტრაციული ერთეულის წითელწყაროსთვის ხდება მილების შეძენა. მთავრობის განკარგულების მიხედვით, უფლება გვაქვს ამ შემთხვევაში გამარტივებული შესყიდვა განხორციელდეს” – ამბობს ნათია მდინარიძე.
ხელშეკრულებას გორის მერია შპს “ანტგეო”-სთან გააფორმებს.