10 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან WizzAir 7 ახალი მიმართულებით იფრენს. კერძოდ, პირდაპირი რეგულარული რეისები ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის, ბარისა და პოზნანის მიმართულებით შესრულდება.
აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის საქართველოდან შვეიცარიაში, დანიის სამეფოსა და ესტონეთში პირდაპირ საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის ბაზაზე, რიგით მესამე თანამედროვე, AIRBUS A 320 ტიპის საჰაერო ხომალდი დაიწყებს ოპერირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ რეისებზე ეკიპაჟი მთლიანად ადგილობრივებისგან იქნება დაკომპლექტებული.
ცნობისთვის, ავიაკომპანია “WizzAir-მა” ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო.