გლდანის რაიონში რამდენიმე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

821

გლდანის რაიონში, რამდენიმე სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია დასრულდა.

კერძოდ, გამგეობის ინფორმაციით, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია ილორის ქუჩა N2 და უწერის ქუჩა N11 კორპუსების მიმდებარედ ჩატარდა.

სამუშაოების ფარგლებში, შეიცვალა ლითონის მავთულ-ბადეები, ბალახის ხელოვნური საფარი და განთავსდა კომბინირებული სპორტული მოედნისთვის საჭირო ყველა სხვა ინვენტარი.

“ორივე მოედნის რეაბილიტაციისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 48 595 ლარი დაიხარჯა. უწერის ქუჩაზე, სპორტულ მოედანთან ერთად, ფიტნეს ზონაც მოეწყო, სადაც სხვადასხვა დატვირთვის ტრენაჟორები განთავსდა”, – აცხადებენ გამგეობაში.

მათივე ცნობით, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, ასევე, გლდანის მერვე მიკრორაიონის N34, გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის N5, მრევლიშვილის ქუჩის მიმდებარედ, მუხიანის მესამე მიკრორაიონის N1 და გლდანის მეხუთე მიკრორაიონის N10 კორპუსების მიმდებარედაც დასრულდა.

სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა -„პე ბე“ და „დოკასპორტი“ განახორციელეს.