არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანს, ფიქრია ჩიხრაძეს და საპარლამენტო მდივანს, ანა დოლიძეს შეხვდნენ.
ორგანიზაციები პრეზიდენტისაგან “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” პარლამენტის მიერ შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დადებას სთხოვენ.
შეხვედრისას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებს ის არგუმენტები გააცნეს, რომელიც 10 არასამთავრობო ორგანიზაციას “თვითმმართველობის კოდექსში” განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით გააჩნია. მათ შორის, ქალაქების გაუქმებასთან დაკავშირებით დადგენილების მიღებისას გამოტოვებულ ძალიან სერიოზულ ეტაპთან – გასაერთიანებელი მუნიციპალიტეტების მოსახლეობასთან ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებთ, გაგრძელდება კონსულტაციები და კოდექსზე მუშაობა, რომელიც ამ დრომდე პრეზიდენტთან ხელმოსაწერად არ გაგზავნილა.