გორის მერიაში 3 ვაკანსიაა

518

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 3 სხვადასხვა პოზიციაზე საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე ვაკანსიები გამოაქვეყნა.

შესყიდვების განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, მეორადი სტრუქტურული ერთეულის უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელი – ეს ის პოზიციებია, რომელზეც მერიას ვაკანტური ადგილები აქვს.

თითოეულ შემთხვევაში, მოთხოვნა არის უმაღლესი განათლება და 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება.

როგორც ცნობილია, კანდიდატები ზეპირი დავალებით და გასაუბრებით შეირჩევიან.