მუნიციპალურ დონეზე, რეგფონდის ნაწილშიც ვფიქრობთ სპეციალური ქვეპროგრამის შექმნას იმისთის, რომ დამატებით სტიმული მივცეთ მუნიციპალიტეტებს წყალმომარაგებაზე მეტი რესურსის დასახარჯად, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
“მუნიციპალურ დონეზე, რეგფონდის ნაწილშიც ვფიქრობთ სპეციალური ქვეპროგრამის შექმნას იმისთის, რომ დამატებით სტიმული მივცეთ მუნიციპალიტეტებს წყალმომარაგებაზე მეტი რესურსის დასახარჯად. გვინდა დავაფინანსოთ სამუშაოები უკვე არსებული სათავე ნაგებობების მოსაწესრიგებლად, მივცეთ დამატებითი საშუალება მუნიციპალიტეტებს რათა ეს სისტემები მოიყვანონ სასმელი წყლის სტანდარტთან შესაბამისობაში“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, 2019 წელს წყლის პროექტების ბიუჯეტი 30 პროცენტით გაიზარდა.