საბურთალოს რაიონში ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

874

საბურთალოს რაიონში ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, პეკინის გამზირის N45-ის ეზოში სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა.

გამგეობის ცნობით, პროექტით ეზოში ბორდიური მოეწყო და 1 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. ამასთან, აღნიშნულ მისამართზე უახლოეს მომავალში, მოსახლეობის თხოვნით, დასასვენებელი სივრცეც განახლდება და ეზოში არსებული თარგები გამწვანდება.

გარდა ამისა, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს კანდელაკის ქუჩა N 2-ის ეზოშიც, სადაც 540 კვადრატული მეტრი ფართობი მოწესრიგდება.

“საგზაო სამუშაოებს, გამგეობის დაფინანსებით, კომპანია “სუხო“ აწარმოებს. ორივე პროექტისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 68 000 ლარი”, – განმარტავენ გამგეობაში.