გორის სოფელ ატენში სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 36 616 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს სს „ქართლი“ ოქტომბერში დაასრულებს.
საჭიდაო დარბაზში 60-ზე მეტი ახალგაზრდა შეძლებს ვარჯიშს.
პროექტი, რომელიცხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაციას, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში ხორციელდება.
2019 წელს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში საზოგადოების მიერ ინიცირებული 2 800 000 ლარის ღირებულების 93 პროექტი ხორციელდება. აღნიშნული თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო და მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულზე თანაბრად გადანაწილდა. ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს 2020 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევა.
პროგრამა, რომლის მიზანიც ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა, გორის მუნიციპალიტეტში 2016 წელიდან ხორციელდება.