მიმდინარე წელს, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ სხვადასხვა კომპანიის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 5 კომპანია დაჯარიმდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
პირგასამტეხლომ საერთო ჯამში 4 077. 77 ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, როგორც ცნობილია, ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გამო 2 კომპანიასთან ცალმხრივად შეწყდა ხელშეკრულება.
ცნობილია, რომ გორის რაიონულ სასამართლოში სააგენტოს იურისტების მიერ, წარმოებული იყო 2 საქმე, რომელთაგანაც ერთი საქმის განხილვა დასრულებული არ არის.