გორის მერია აცხადებს, რომ მე04 სკოლის სახურავის რეაბილიტაცია სწავლის დაწყებამდე დასრულდება. სამუშაოები 113 716 ლარი ჯდება და მას შპს „გრანდემი“ ახორციელებს.
პროექტის მიხედვით, შეიცვლება არსებული კოჭები და წყალშემკრები სისტემა, მოეწყობა ჭერი თაბაშირ – მუყაოს ფილებით და სახურავი გადაიხურება მოთუთიებული, გრაფირებული თუნუქით.
მერიაში ამბობენ, რომ გორის მე-4 საჯარო სკოლის სახურავს მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები შენობის ექსპლოატაციაში შესვლიდან დღემდე არ ჩატარებია. სამ სართულიანი შენობა გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენდა.
ხანგრძლივი ექსპლოატაციის შედეგად ამორტიზირებული კოჭები და გადახურვის სხვა ელემენტები წლების განმავლობაში რიგ პრობლემებს ქმნიდა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს დაზიანებული სახურავის შედეგად გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ.