თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდება და გამწვანდება. მისი თქმით, გმირთა მემორიალთან ტროტუარი უკვე ეწყობა. სამომავლოდ კი, ტერიტორიაზე არსებული ნარგავები და მწვანე საფარი განახლდება.
“მინდა, დავავალო ჩემს მოადგილე მაია ბითაძეს, რომ გმირთა მოედანთან არსებული მემორიალის ირგვლივ განვახორციელოთ სამუშაოები, რადგან მცენარეები დაზიანებულია. მემორიალთან უკვე დავიწყეთ ტროტუარის მოწყობა და რადგან ამ პროექტს ვახორციელებთ, ამ კონკრეტული ადგილის გაკეთილშობილება, მცენარეების ჩანაცვლებაც უნდა მოხდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატივი ვცეთ გმირებს, რომლებმაც ჩვენს ქვეყანას თავი შესწირეს. ამ ყველაფერს შესაბამისი დაფასება, ამ კონკრეტულ ადგილს კი მოვლა-პატრონობა სჭირდება. ჩემი თხოვნა იქნება, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ შესაბამისი სამუშაოები და ტერიტორიის მოწესრიგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.