გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ჭერემში ამბულატორიის რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ოთხი ოთახი, სველი წერტილი და იცვლება სახურავი.
სამუშაოებზე 27 924 ლარი დაიხარჯება.
ამ ეტაპზე, სარემონტო სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტის 8 ამბულატორიაში მიმდინარეობს, სოფელ ახაშენში კი ახალი შენობის მშენებლობა იწყება.