სამგორის რაიონში ავარიულ სახლებს ამაგრებენ

811

სამგორის რაიონის გამგეობა “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ავარიული საცხოვრებელი სახლების გამაგრება-რეაბილიტაციას ახორციელებს.

“შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს სამგორის ქ. N4-ში, სადაც პირველ ეტაპზე შეიცვალა ქანობიანი სახურავი. ამასთან, საძირკველი რკინა-ბეტონით გამაგდა და კედლები არმატურის ბადით გამყარება, ასევე, შეილესება შიდა კედლები”, – განმარტავენ გამგეობაში.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით კონტრაქტორი კომპანია “მადლი“ აწარმოებს და ის ორ თვეში დასრულდება. პროექტის ღირებულება 119 683 ლარია.

ამასთანავე, მათივე ცნობით, უკვე დასრულდა შენობის გამაგრება-რეაბილიტაცია ნაკადულის ქ. N4-ში. კერძოდ, აღნიშნულ მისამართზე ჩატარდა საძირკვლის გამაგრება რკინა-ბეტონის სარტყლის მოწყობით, არსებული კედლები გაძლიერდა არმატურის ბადით და ლითონის ელემენტებით, შეილესა შიდა კედლები, დამონტაჟდა ახალი მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები და მოწესრიგდა შენობების ფასადი.

ნაკადულის N4-ში განხორციელებული პროექტის ღირებულება 131 408 ლარია. სამუშაოები სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, კონტრაქტორმა კომპანია „ნიუ ბილდინგმა“ განახორციელა.