საბურთალოს რაიონში 10 მისამართზე წყალარინების ქსელს აწესრიგებენ

612

საბურთალოს რაიონში, წყალარინების შიდა ქსელის რეაბილიტაცია ათ მისამართზე მიმდინარეობს.

გამგეობის ცნობით, სამუშაოები პეკინის გამზირის N3-ში, შევარდენიძის ქ. N3, ვაჟა-ფშაველას გამზირის N2-სა და N4-ში, ნუცუბიძის ქ. N19-ში, ჩიქოვანის ქ. N38-სა და დიდ დიღომი, მე-4 მიკრორაიონის N16 და N21 კორპუსებში ხორციელდება.

მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 217 594 ლარია გამოყოფილი.

“თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებაა. სამუშაოების შედეგად, გამოიცვლება წყალარინების ქსელი და მოწესრიგდება საკომუნიკაციო ჭები. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება”, – განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ სამუშაოების ადგილზე დატვალიერებისას.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, მიმდინარე წელს წყალარინების შიდა ქსელი უკვე 11 მისამართზე მოწესრიგდა.