ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ჩიქობავას N34-ში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია აწარმოებს.
მიმდინარე პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატთან, რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნულ მისამართზე 14 ოჯახი ცხოვრობს.
‘მსგავსი სამუშაოები, პარალელურად 7 მისამართზე მიმდინარეობს, ხოლო 18 მისამართზე უკვე დასრულდა”, – ამბობენ გამგეობაში.