თბილისში ქუჩებს ბზის, ნეკერჩხლისა და ლისის იასამნების სახელები მიენიჭა. განკარგულება დედაქალაქის საკრებულომ მიიღო და ის „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.
საუბარია საბურთალოს რაიონში, 112-ის შენობის მიმდებარედ, ლისის ქუჩის მონაკვეთებზე.
საკრებულომ მერიას 4-თვიან ვადაში განკარგულების შესასრულებლად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დაავალა.