ახალქალაქში მონაწილეობითი ბიუჯეტირების თემაზე ტრენინგი ჩატარდა

1041

ტელეკომპანია “ფარვანა”

ახალქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებისა და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის მონაწილეობითი ბიუჯეტირების თემაზე ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი მიზნად ისახავდა მოქალაქეთა მონაწილეობით ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის მოდელებისა და ფორმების სწავლება იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტმა შეძელოს მომდევნო წლებში მონაწილეობითი ბიუჯეტირების დანერგვა.

გარდა ამისა, ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეებმა იმსჯელეს ადგილობრივი თვითმმართველობის საზოგადოებასთან კომუნიკაციის ფორმებზე, რომლებიც შესაცვლელია, ვინაიდან ხშირად, არასწორი ფორმების გამო, მოქალაქეთა ჩართულობას თვითმმართველობის განხორციელებაში ვერ უზრუნველყოფს.

ტრენინგი გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მხარდაჭერილი პროექტის – “მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში” – ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციამ – “საქართველოს მედია-კლუბმა” ჩაატარა.