თბილისში, ჩიქოვანის (ხილიანის) ქუჩა ვერეს ხეობის გავლით მზიურის პარკს, ახალი საფეხმავლო ხიდით დაუკავშირდება. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოაცხადა.
საფეხმავლო ხიდი უნდა იყოს ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ასევე ველოსიპედისტებისთვის.
ამ დროისთვის მზიურის პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და მისი დასრულება 2020 წელს იგეგმება.