ქართულმა ოცნებამ კახი კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა

1544

“ქართულმა ოცნებამ” თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე  ოფიციალურად წარადგინა. კახი კალაძის საარჩევნო სლოგანი “ჩემი ოცნების თბილისი” იქნება.

პოლიტსაბჭომ გადაწყვეტილება დღეს დილით მიიღო.

ოფიციალური წარდგენის ცერემონია მთაწმინდის პარკში ჩატარდა.

კახა კალაძემ 2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 2012 წლიდან დღემდე ენერგეტიკის მინისტრი და ვიცეპრემიერია. 2008 წელს იყო “პროგრეს ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2008 წელს დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი “კალა ფონდი”, 2007 წელს – საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი “კალა კაპიტალი”.

კახა კალაძის სპორტული კარიერა მილანის და კიევის საფეხბურთო კლუბებს უკავშირდება. 1996-2012 წლებში იყო საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წევრი.

მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი და ღირსების ორდენი.

“ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილია, “ევროპული საქართველოს” – ელენე ხოშტარია.

თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება.