გლდანში უკანონო ავტოფარეხების ადგილზე სკვერი და პარკირების ადგილები მოეწყობა

1222

გლდანის მე-7 მ/რ-ის, 23-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი იწყება. სარეკრეაციო ზონაში მდებარე ფარეხების დემონტაჟს გლდანის რაიონის გამგეობა მოსახლეობასთან შეთანხმების საფუძველზე ახორციელებს. ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი და პარკირების ადგილები. აღნიშნულ მისამართზე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც მიმდინარეობს. მოეწყობა წყალარინების ქსელი და დაიგება ასფალტის ახალი საფარი.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე დღეს თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე გაეცნენ. მერის მოადგილე და რაიონის გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ.