თბილისის მერიის განცხადებით, დიღმის ტყე-პარკში საღი ხეების მოჭრა არ მიმდინარეობს

1050

თბილისის მერია “ნაციონალური მოძრაობის” დიდუბის მაჟორიტარი კანდიდატის გივი კუბლაშვილის განცხადებას ეხმაურება, დიღმის ტყე-პარკში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს “ნაციონალური მოძრაობის” ბინძურ პიარ კამპანიას, რადგან დიღმის ტყე-პარკში საღი ხეების მოჭრა არ მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური ამ დროისთვის ტყე-პარკში სანიტარული ჭრის ღონისძიებებს ახორციელებს. სანიტარული ჭრის ფარგლებში იჭრება 35 ზეხმელი და ავარიული ხე. ასევე, მომავალ კვირას დაგეგმილია გამხმარი ხეების სხვლა-ფორმირება.

თბილისის მერიამ სამი წლის განმავლობაში ტყე-პარკში 1000-მდე ხე დარგო. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თბილისის მერიამ მიწის ადგილმონაცვლეობის საფუძველზე წინა ხელისუფლების დროს  გასხვისებული დიღმის ტყე-პარკიდან  ქალაქს 2,5 ჰა-ზე მეტი დაუბრუნა.