იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მოადგილეებთან, ქუთაისის ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა, მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა ქუთაისში, აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირების მემორიალს პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს.
მემორიალთან გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.
ქუთაისის მერიისგან, ცხრავე ოჯახს, რომლებმაც ომში ოჯახის წევრები დაკარგეს, 1000 ლარი ჩაერიცხათ.
სასულიერმა პირებმა, მემორიალთან გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად პარაკლისი გადაიხადეს.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია 400-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.