“ელიავას ბაზრობის“ ნახევარზე, შესაძლოა, “მულტიფუნქციური უბანი” აშენდეს

1319

წინა სტატია

„ელიავას ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლოა, „მულტიფუნქციური საქალაქო უბანი მოეწყოს“ . ინფორმაციას ბიზნეს მედია საქართველო ავრცელებს.

გამოცემასთან საუბარში „სანაპიროს საინიციატივო ჯგუფის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ პროექტი მერიაში რამდენიმე დღის წინ შეიტანეს და დამტკიცების შემთხვევაში, 7,5 ჰა ტერიტორიაზე დასასვენებელი, გასართობი და სავაჭრო კომპლექსის მოწყობა იგეგმება;  (ცნობისათვის, „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფი“ „ელიავას ბაზრობის“ ტერიტორიის ნახევარს – 7,5 ჰა-ს ფლობს).

პროექტის დამტკიცების შემთხვევში, „ელიავას ბაზრობის“ სახეცვლილ ტერიტორიაზე „მულტიფუქციური საქალაქო უბანი“ გაშენდება.

„ეს იქნება ერთგვარი სიმბიოზი ვირტუალობისა და რეალობის. გაკეთდება ვერტიკალური გამწვანება, საკმაოდ მასშტაბური გეგმები გვაქვს, თუმცა ჯერ ველოდებით მერიის გადაწყვეტილებას, ესაა ერთგვარი „რებრენდინგი“ ელიავას ტერიტორიის ანუ მივიღებთ მულტიფუნქციურ საქალაქო უბანს“, – აცხადებენ „სანაპიროს საინიციატივო ჯგუფში“, თუმცა ჯერ დამატებით დეტალებზე, მათ შორის იმაზე, რა რაოდენობის ინვესტიცია განხორციელდება, არ საუბრობენ.

„მთავარია, პრინციპული გადაწყვეტილება იქნას მიღებული მერიის მხრიდან”, -უთხრეს bm.ge-ის „სანაპიროს საინიციატივო ჯგუფში“.

კითხვაზე – რა ბედი ეწევა „ელიავას ბაზრობის“ აღნიშულ 7.5 ჰა-ზე განლაგებული მაღაზიების მოიჯარეებს, საინიციატივო ჯგუფში განმარტავენ, რომ მათთვის „მულტიფუნქიურ საქალაქო უბანში“ სპეციალური ადგილები გამოიყოფა და ყველას ალტერნატიულ ფართს შესთავაზებენ.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის 1 სექტემბრის შემდეგ, სავარაუდოდ, არსებული ფორმით „ელიავას ბაზრობის“ ნაწილი უკანონოდ გამოცხადდება და დაიშლება.