წალენჯიხის სოფელ მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საექიმო ამბულატორიის მშენებლობა იწყება. ამ ეტაპზე ძველი შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს.
სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 83 450 ლარს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „შაკო+“ ასრულებს.
ამბულატორიების მშენებლობა კიდევ ნაკიფუს, ჩქვალერისა და ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს.
მედანში, ნაკიფუსა და ჩქვალერში ამბულატორიების მშენებლობა რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდება, ფახულანში კი მშენებლობა არასამთავრობო ორგანიზაცია „თემი და გარემო“-ს დაფინანსებით ხდება.