“აჭარის ფერები” – ახალი ვიდეორგოლი ტურისტებისთვის

1023

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით გადაღებული კიდევ ერთი ვიდეორგოლი „აჭარის ფერები“ გაავრცელა.

კლიპში ტურისტის თვალით დანახული აჭარაა წარმოდგენილი, თავისი მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებითა და შესაძლებლობებით.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით, სულ, ამ ეტაპისთვის, 4 ვიდეორგოლია გადაღებული, რომელსაც ტურისტები 16 სამიზნე ქვეყანაში ნახავენ, როგორც ინტერნეტ და სოციალური მედიის საშუალებით, ისე საერთაშორისო მედიის მეშვეობით.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წელს პირველად, რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებას მსოფლიოს 16 ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის სარეკლამო აქტივობებით ახორციელებს.