საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვას ეხმაურება, რომლითაც 10 არასამთავრობო საქართველოს პრეზიდენტს სთხოვენ, “საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს” ხელი არ მოაწეროს.
ანა დოლიძის განცხადებით, არასამთავრობოების მიმართვა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ეს ძირეული ცვლილებები თვითმმართველ ქალაქებს ეხება.
“თავიდანვე საქართველოს პრეზიდენტი სკეპტიკურად იყო განწყობილი იმ ცვლილებების მიმართ, რომელიც თვითმმართველობას და თვითმმართველ ქალაქებს ეხება. ჩვენ გულისყურით მოვეპყრობით არასამთავრობოების მომართვას, ვნახავთ ამ პაკეტს, რომელიც იქნება მიღებული და განვიხილავთ წინადადებას, არ მოვაწეროთ ხელი”, – განაცხადა ანა დოლიძემ.