შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ახალი ტექნიკა შეიძინა. მერიის ინფორმაციით, დასუფთავებისთვის განკუთვნილი მანქანები დედაქალაქის მასშტაბით განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერების დასაცლელად გამოიყენება და მოძველებულ, მწყობრიდან გამოსულ ტექნიკას ჩაანაცვლებს.
29 ერთეული მძიმე ტექნიკიდან კონტრაქტორმა კომპანიამ 15 მანქანა შპს „თბილსერვის ჯგუფს“ უკვე მიაწოდა. სექტემბრის შუა რიცხვებამდე კი ქალაქში, ეტაპობრივად, დარჩენილი ნაწილიც შემოვა.
წყარო: ინტერპრესნიუსი