გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 20 წლიანი იჯარით გასხვისებისთვის ელექტრონულად აუქციონი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
13 974 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი წლიური საიჯარო თანხა 629 ლარით განისაზღვრა.
დაინტერესებულ პირებს აუქციონში მონაწილეობის მიღება 8 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ.