გორის მუნიციპალიტეტის 11 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან “ახალი სკოლის მოდელი” დაინერგება.
“2019-20 სასწავლო წლის I სემესტრიდან “ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ინტერვენცია განხორციელდება დამატებით 100 სკოლაში”, – წერს გორის საგანმანათლებლო რესურსცეტრი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე და გორის მუნიციპალიტეტში მდებარე იმ 11 სკოლის ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც ასეულში მოხვდნენ.
ინფორმაციისთვის, “ახალი სკოლის მოდელი“ – განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ნაწილია. მისი მიზანია, ჩამოაყალიბოს კრიტიკულ აზროვნებაზე, პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც მოზარდს 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნას და უნარ-ჩვევებს მისცემს.