ზღვის უბნის მე-10 კვარტალში ავტოსადგომის ნაცვლად, სკვერსა და სპორტულ მოედანს აკეთებენ

830

წინა სტატია

ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის (თემქის) X კვარტალში, N22 საბავშვო ბაღის წინ ავტოსადგომად ქცეულ ტერიტორიაზე, სკვერისა და სპორტული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.

როგორც ნაძალადევის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, პროექტი 5 000-მდე კვ.მ ფართობის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორია რამდენიმე ფუნქციურ ზონად დაიყოფა – მოეწყობა სკვერი ახალი LED განათებებით, სარწყავი სისტემითა და გამწვანებით. ასევე, გაკეთდება კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები ტრიბუნებით.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, ზაზა გაბუნიასა და თამარ ტალიაშვილთან ერთად გაეცნო.

“აღნიშნული ტერიტორია ავტოსადგომად იყო გადაქცეული. ოქტომბრის ბოლოსთვის აქ უკვე რეკრეაციული ზონა და სპორტული სივრცე გვექნება. ასევე, მოსახლეობის მოთხოვნითა და მათთან შეთანხმებით, შევინარჩუნებთ საპარკინგე ზონას. დარწმუნებული ვარ, ეს ადგილი ზღვის უბნის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებლი სივრცე იქნება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობა 207 000 ლარს დახარჯავს.