თბილისის მერიამ მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი 4 ზოლიანი გზის მშენებლობა დაიწყო.
112-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ “აგროჰაბსა“ და ყოფილ “მათე მოტორსს“ შორის გაივლის და მარშალ გელოვანს დაუკავშირდება.
პროექტის ღირებულება 15 მილიონ ლარს შეადგენს და 7 თვეში დასრულდება.