დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს საკითხი: „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“, განკარგულების მიღების თაობაზე.
საკითხის ირგვლივ მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნანა თავდუმაძემ ისაუბრა.
როგორც მან განმარტა, საკრებულოში ახალი საშტატო ნუსხა დამტკიცდა.
– გადაწყვეტილების მიღება საქართველოს მთავრობის ამ წლის აპრილის #215 დადგენილების მიღებამ განაპირობა. აქამდე საჯარო მოხელე რომ იყო, ახლა პროფესიული საჯარო მოხელე ხდება. მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნა კომისია, რომელმაც მოახდინა ანალიზი, არსებული თანამდებობების იერარქიულ რანგებში გადანაწილების მიზნით. აქ საინტერესოა ის, რომ რანგირება ეხება თანამდებობებს. მთავრობის დადგენილების გათვალისწინებით, 15 საჯარო მოხელე გადავიყვანეთ პროფესიულ საჯარო მოხელედ (მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები სოფლებში. ავტ.) რაც ნიშნავს იმას, რომ ამიერიდან თითოეული ამ მოხელის დასაქმება დამოკიდებული იქნება პროფესიონალიზმზე, კვალიფიკაციასა და კომპეტენციაზე. დასაქმება ხელშეკრულებით მოხედება, – თქვა მან.
დადგენილება წინააღმდეგობის გარეშე მიიღეს.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ნანა თავდუმაძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, დღეს მოქმედი საკრებულოს საშტატო ნუსხიდან, ხელშეკრულების დასაკავებელ პოზიციაზე გადავიდა საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე. სხვა დანარჩენი შტატით გათვალისწინებული თანამდებობები გარდაიქმნა პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობად, შესაბამისი იერარქიული რანგის მინიჭებით. რაც შეეხება სახელფასო ანაზღაურებას, ამ მხრივ არაფერი იცვლება.
წყარო: გურიანიუსი