სექტემბრიდან წლის ბოლომდე თბილისში isuzu-ს მარკის 8-მეტრიანი 220 ახალი ავტობუსი შემოვა

1308

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სექტემბრიდან წლის ბოლომდე თბილისში 220 ახალი ავტობუსი შემოვა.

“ეს არის isuzu-ს მარკის 220 ერთეული 8 მეტრიანი ავტობუსი, რომელიც სექტემბრიდან დაიწყებს დედაქალაქში შემოსვლას და წლის ბოლოსთვის მთლიანად დამთავრდება მოწოდება. თქვენ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც გასულ წელს, ერთი წლის წინ წარვუდგინეთ მოსახლეობას, სადაც დეტალურად იყო გაწერილი, ყველა ის გეგმა და ყველა ის ქმედება, რომელსაც აპირებს მუნიციპალიტეტი განახორციელოს იმისთვის, რომ ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ამ პოლიტიკაში შემავალი ყველა მიმართულება იყოს მოწესრიგებული და მოგვარებული“,- განაცხადა კალაძემ.