სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

923

წინა სტატია

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას ბრალი ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 340-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც საჯარო მოხელის მიერ კანონით აკრძალული საჩუქრის მიღებას გულისხმობს.

როგორც სასამართლოში განმარტავენ, შონიასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 10 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

ყოფილი გუბერნატორის ადვოკატი კი დაცვის ქვეშ მყოფის თხოვნით კომენტარს არ აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის მაისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის იმჟამინდელი გუბერნატორის ლევან შონიას თხოვნით, მის მიერ მითითებული პიროვნების – გ.ა-ს სახელზე, მისთვის გადასაცემად მოქალაქე ზ.კ-მ 10 000 აშშ დოლარი ჩარიცხა, რაც ლევან შონიას გადაეცა. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული რიგი მტკიცებულებებით: მოწმეთა ჩვენებებით, საბანკო ამონაწერის დათვალიერებით, ზ.კ-ს ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, საჯარო სამსახურის ბიუროს და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წერილებით.