გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიის დაცვა ადგილობრივ ხელისუფლებას მთელი წლის მანძილზე 70 000 ლარამდე დაუჯდება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მას, შემდეგ რაც, სახელმწიფომ გორის ციხე მუნიციპალიტეტს გადაცა, მისი მოვლა-პატრონობის პასუხისმგებლობა გორის მერიას დაეკისრა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის ბიუჯეტის II კვარტლის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ამ დროისთვის, ისტორიული ძეგლის ტერიტორიის დაცვისთვის გამოყოფილი თანხიდან 34 100 ლარი დაიხარჯა.