მრავალსართულიან კორპუსებზე ნებართვის დარღვევით ნაწარმოები რეკონსტრუქციის მფლობელები ყველა ფინანსური ჯარიმისგან გათავისუფლდებიან

663

მრავალსართულიან კორპუსებზე ნებართვის დარღვევით ნაწარმოები რეკონსტრუქციის მფლობელები ყველა ფინანსური ჯარიმისგან გათავისუფლდებიან, –  ამის შესახებ განცხადება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

„კანონიერად აშენებულ მრავალსართულიან კორპუსებზე განხორციელებულ რეკონსტრუქციას, მიშენებისა და სამერცხლეებში სათავსოების მოწყობის კუთხით, ყველა ფინანსური ჯარიმისაგან და საურავისგან ვათავისუფლებთ, რაც ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, ის ფართები სადაც ცხოვრობენ და არ არის დაკანონებული, ლეგალიზება მოახდინონ და საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესონ და აიმაღლონ ცხოვრების დონე“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისი განცხადებით, წინა ხელისუფლება ამ სიტუაციას სათავისოდ იყენებდა. საურავებით და ჯარიმებით დახუნძლულ მოქალაქეებს გავლენის ქვეშ აქცევდა და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა.

„ჩვენ ამ ადამიანებს სოლიდარობას ვუცხადებთ, ვათავისუფლებთ უკვე დარიცხული ჯარიმისგან და საურავისგან, რომ ლეგალიზაცია მოახდინონ თავისი სახცოვრებელი ფართების, რომლებიც წინ წასწევს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი