მერობის კანდიდატს შესაძლებლობა ექნება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკრებულოს წევრობის კანდიდატადაც დარეგისტრირდეს, პროპორციული სიით.
შეზღუდვა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში ამ მიმართულებით წინა მოწვევის პარლამენტის გადაწყვეტილებით ჩაიდო, ”საარჩევნო კოდექსიდან” ამოღებული იქნება.
ინიციატივა საპარლამენტო უმცირესობამ დასვა და მათი შეთავაზება ”ქართულმა ოცნებამ” გაიზიარა.
მოქმედი ”საარჩევნო კოდექსით”, საკრებულოს წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, თუ ერთდროულად არსებობს კანდიდატის წერილობითი თანხმობა მერობის/გამგებლობის კანდიდატად წარდგენაზე.
წყარო: ნიუპრესი