თბილისში რამდენიმე ხიდის და ესტაკადის გაკეთება იგეგმება

1427

თბილისში რამდენიმე ხიდის და ესტაკადის გაკეთება იგეგმება. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში “სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ასმათ აბესაძემ განაცხადა.

როგორც აბესაძემ აღნიშნა, ახალი ესტაკადა თამარ მეფის და სადგურის მოედნის მიმდებარედ გაკეთდება, ხოლო მარშალ გელოვანის გამზირს სამტრედიის ქუჩასთან ხიდი დააკავშირებს.

“მარშალ გელოვანის გამზირზე გაკეთდება ესტაკადა, “ვეფხი და მოყმესთან“ ჩამოსასვლელად. ასევე, ხიდი იქნება სამტრედიის ქუჩაზეც, რომელსაც მარშალ გელოვანის კვანძი მიუერთდება. ამასთან, გვექნება საინტერესო ესტაკადებიც. ესტაკადა აუცილებლად იქნება ცოტნე დადიანის გამზირის ქალაქისთვის დასაკავშირებლად, რომელიც დღეს ძალიან გართულებულია. ვფიქრობთ, თამარ მეფის და სადგურის მოედნის მიმდებარედ ეს ესტაკადა გაკეთდეს. ეს გაუხმოვანებელი დეტალებია, მაგრამ კვანძი აუცილებლად მოეწყობა. ამაზე ვმუშაობთ. ქალაქს ხიდები აკლია, არ არის საკმარისი რაოდენობით და ამ ხიდებს მერია აუცილებლად დაგვიმატებს. ეს ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაციაა“, – განაცხადა აბესაძემ.