ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ თეთნულდზე ზაფხულის სეზონი გახსნა.
“სვანეთში არსებული კურორტი თეთნულდი პირველად უმასპინძლებს ვიზიტორებს ზაფხულში. საბაგიროები ყოველდღიურ რეჟიმში 10:00 საათიდან 16:30 საათამდე იმუშავებს.
კურორტი თეთნულდი ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე, მესტიიდან კი 15 კმ-ში მდებარობს. დამსვენებლებს თეთნულდზე სავარძლის ტიპის ოთხი საბაგირო დახვდებათ. საბაგიროს მეშვეობით კი შესაძლებელია ზღვის დონიდან უმაღლეს წერტილზე 3 160 მეტრის სიმაღლეზე მოხვედრა, სადაც თეთნულდისა და უშბის ულამაზესი ხედებია.
კურორტი ჰაწვალი კი თვეზე მეტია მასპინძლობს ვიზიტორებს. ჰაწვალი მესტიიდან 8 კმ-ში მდებარეობს, სადაც დამსვენებლებს ორი საბაგირო ემსახურება. საბაგიროები ყოველ დღე 10:00 საათიდან 17:30 საათამდე მუშაობს “, – განმარტავენ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში.